четверг, 13 марта 2014 г.
დღის ბოლოს გაზრდილი მოტივაციით ვარ
და მიჩნდება განცდა - სკოლაში მისული რაღაც ტრიუმფს მოვახდენ სწავლებაში; ასევე ვჩქარობ
მასწავლებლებთან შეხვედრას რათა ეს მუხტი, რაც მე ახლა გამაჩნია, მათთან მთელი სიმძაფრით
მივიტანო; იმ სიმძაფრით, რომ მათაც მოუთმენლად მოუნდეთ სწავლების პროცესებში მოსწავლეთა
ჩართვა, მათი შინაგან მოტივაციაზე ზრუნვა, მათ დამოუკიდებელ მსწავლებლებად ჩამოყალიბება;
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია შეფასების
5 მიზანი, მისი სტრატეგიები და სხვადასხვა მეთოდები; მარტივად აღსაქმელად და მასწავლებლებისთვის
მოსახერხებლად არის ესენი განლაგებული ვიუვერში; მათ შეუძლიათ თითოეული მიზნისთვის
ნახონ რა მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი და რომელი გრაფიკული ორგანეიზერია ყველაზე
აქტუალური ამ თემისთვის;
შეფასების ხუთი სტრატეგია მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება, ვიდრე ნიშნის დაწერა, თუმცა დღეს მასწავლებლები სხვაგვარად ფიქრობენ;
შეფასების ხუთი სტრატეგია მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება, ვიდრე ნიშნის დაწერა, თუმცა დღეს მასწავლებლები სხვაგვარად ფიქრობენ;
- · გამოავლინო მოსწავლეთა საჭიროებები,
- · ადაპტირება გაუკეთო მიზნებს, რათა მიღწევადი გახდნენ,
- · მოაგროვო ინფორმაცია სწავლებაზე,
- · მოუსმინო მათ დისკუსიებს,
- · დააკვირდე მათ ჩართულობას,
- · ჩართო ინფორმაციის მოგროვებაში და განხილვაში,
- · დაეხმარო გახდნენ ისინი თავდაჯერებულები და დამოუკიდებელი შემსწავლებლები -
ეს გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ
ნიშნის დაწერა, თუნდაც სუბიექტურის...
მაგრამ მინდა რომ ყველა ერთად დავფიქრდეთ
- რას ვაკეთებთ და რატომ ვართ მასწავლებლები, რა არის ჩვენი ძირითადი მისია?!
ვფიქრობ ჩვენი ძირითადი მისია და უდიდესი
ვალდებულებაა მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელ
მსწავლებლებად - მათ უნდა შეძლონ ჩვენს გარეშე სწავლა, როცა ამ ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად
დასჭირდებათ.
ყველა მასწავლებელი ორიენტირებული უნდა
ვიყოთ მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ გამუდმებით სჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები
ზრდისთვის; მათ უნდა იცოდნენ სწავლების რა ეტაპზე არიან, რა უნდა გააკეთონ მომდევნო
ეტაპზე გადასვლისთვის; რა გამოსდით კარგად და რაში სჭირდებათ დახმარება და განვითარება...
მე ვგრძნობ რომ მოსწავლის გვერდით უნდა
ვიდგე ამ პროცესებში და არა მას დავყურებდე ზემოდან და განყენებულად...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий