понедельник, 1 апреля 2013 г.

დღე - IV

         დღეს ვგრძნობ რომ დაბნეული მდიდარი ვარ. დაბნეული, რადგან არ ვიცი სიმდიდრე სად დავხარჯო და როგორ დავხარჯო. მერე რა ბევრია, მრავალფეროვანი... ჯერ მიგნებებიც არ გამიკეთებია ბოლომდე.

        მერე მახსენდება რამდენ მასწავლებელს სწყურია და განძის აღმოჩენა.

       დრო რომ გადის უფროდაუფრო შევიგრძნობ ამ პროგრამის სიძლიერეს და მართლა ძალიან მინდა მალე გავუზიაროთ მასწავლებლებს და იცით რატომ?!
იმიტომ, რომ ნათლად მყავს წარმოდგენილი ბავშვების სიხარული, აღტაცება და მერე როგორი განცდაა- რეალიზებას რომ იგრძნობენ :)

       ანუ, ვისაც ამ პროგრამაზე არ სმენია ვეტყვი, რომ ზესაინტერესო (რაღაც შემიყვარდა ეს წინსართი) იდეების დიდი სკივრია. დალაგებული სასკოლო საფეხურების მიხედვით: Hiigh, Middle, Elementary", მომწონს ინგლისურად და ნუ გამკიცხავთ.  აქ არის ის რესურსიც რაც ბავშვებთან უნდა გამოიყენონ მასწავლებელმა - კლასტერული რუკები, დიაგრამები, ცხრილები, ფლარების შაბლონები, შეფასების ფორმები, ჩეკლისტები და კიდევ ათასი რამ.... ყველაზე მთავარი - აქ არის გასაღები, რომელიც გინათებს გონებას "ღმერთო ჩემო, რად მოვცდი აქამდე?!"

       ბოლო დღეებია სულ ვფიქრობ, გამუდმებით...
მივხვდი ვინც ელოდება ამ პროგრამას ყველაზე მეტად - ბავშვები!!! დარწმუნებული ვარ ერთი სული აქვთ, როდის ეტყვიან - თქვენ დღეს ეს უნდა გააკეთოთ!

   
        

4 коммент.:

ხათუნა ლორთქიფანიძე комментирует...

გეთანხმები ელენე, მოსწავლეები მართლაც სიხარულით შეხვდებან, ჩვენ კი პედაგოგები დავაინტერესოთ, ვაგრძნობინოთ თავი ბედნიერ ადამიანებად, რადგან მათი მოსწავლეების ნამუშევრები მათ დიდ სიხარულს მოუტანს, :)

მანანა კაპანაძე комментирует...

ელენე გეთანხმები ბავშვები მართლაც გაიხარებენ და ბევრსაც ისწავლიან პროექტებზე მუშაობით!

Merab's комментирует...

სკივრის ალეგორია მომეწონა :) მართლაც უცნობი და დაფარული საგანძურია და ავხსნით ბოქლომებს ნელ-ნელა ერთობლივი მუშაობით. ახლა პორტფოლიოს რომ დაამთავრებთ, კიდევ წამოვა იმედი საინტერესო აზრები და პოსტები.

დათო комментирует...

ვის, ვის, თუ არა ელენიკოს უნდა ეკუთვნოდეს ეს მშვენიერი ბლოგი და პოსტები....

Отправить комментарий