воскресенье, 31 марта 2013 г.

დღე - III

             სავსე დღე -  რთული,  პროექტის სრული დანაწევრება ...
ალბათ ასე დეტალიზებულად ჯერ არ დავფიქრებულვარ..

            დღეს 2 რამ დამამახსოვრდა ყველაზე შთამბეჭდავად - "რომეო და ჯულიეტა" - ზესაინტერესო პროექტი; თურმე როგორ საინტერესო და აქტუალური შეიძლება იყოს ეს კლასიკური ნაწარმოები მოსწავლეებისთვის , როგორ დავაფიქროთ იმ გლობალურ პრობლემებზე, რაც დღესაც მნიშვნელოვანია თინეიჯერებში;  
         რეალურად მათ უნდა მოამზადონ პროექტი, სადაც თანამედროვე პრობლემის და რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ პიესაში არსებულ თემებსა და საკითხებს.


           მეორე მნიშვნელოვანი რამ:  პროექტის მანძილზე დასახული ამოცანების შეფასება - ყოველი ამოცანისთვის შესაბამისი რუბრიკა, კრიტერიუმებით და ხარისხობრივი ინდიკატორებით. კარგად უნდა დაფიქრდე და მიხვდე პროექტის მანძილზე შეფასებისთვის სად გჭირდება ჩეკლისტი, გრაფიკული ორგანაიზერები, თანატოლთა უკუკავშირი, კითხვების დასმა, დროული რეფლექსია და რუბრიკა შეფასების და ქულების მინიჭებისთვის...


         მოსწავლეებს მისცე ზუსტი ინსტუქციები, ვინ რა გააკეთოს და როგორ... შემდეგ ზუსტად და თვალსაჩინოდ აუხსნა რა მოთხოვნებს უყენებ, რის მიხედვით შეაფასებ..
მივცეთ ბავშვს ეს ჩამონათვალი, თუ გვინდა რომ მანაც თვალი მიადევნოს რას სთხოვს მასწავლებელი, მანაც ზუსტად იცოდეს რომ არ გამორჩეს, მანაც შესძლოს საკუთარი ნამუშევრის შეფასება...

        მე მომწონს პროექტული სწავლება, ეგ არის ცოტა შიში შემომეპარა - რამდენად გამართულად და ობიექტურად შევძლებთ ამას...

              

0 коммент.:

Отправить комментарий