пятница, 21 июня 2013 г.

რა გინდა მუზეუმში?

ყველა მასალა რაც დაგეხმარებათ განახორციელოთ ეს პროექტი


პროექტის პრეზენტაცია 


სასწავლო პროექტის გეგმა

ფლაერები, რომლებიც დაგეხმარებათ პროექტის შესახებ აუწყოთ დაინტერესებულ პირებს: მშობლებს, კოლეგებს, სკოლის ადმინისტრაციას


გზამკვლევი ბავშვებისთვის "როგორ გაზომონ Google Earth- ით მანძილი"

სავარაუდო შესაქმნელი რესურსი



вторник, 18 июня 2013 г.

ტრენინგის ბოლო დღე

დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა და დღეს დილით პრეზენტაციებიც გვქონდა :)

დათო
ნინო
კახა
თამარი  და
მე.

მე გამიმართლა :) საუკეთესო ჯგუფის წევრები მყავდნენ.
დათო - გაწონასწორებული, მოზომილი, უჭკვიანესი და ძალიან სათნო :) და საქმის პროფესიონალი.
ნინო - მოწესრიგებული, დალაგებული აზრებით. პროექტის მსვლელობას ნაბიჯითაც არ აგვაცდენდა :)
თამარი ყველაფერს თვალს ადევნებდა და ზუსტ და კორექტულ რჩევებს გვაძლევდა. თუ ჩვენ ბევრ საუბარს ვიწყებდით, თამარი დროულად გადმოგვახევინებდა ხოლმე.
კახა - დახვეწილი გემოვნებით და ნატიფი ხელწერით (არ ვაჭარბებ, შეგიძლიათ მის ნამუშევრებსაც გადახედოთ); ჩვენი გუნდის ლოგოს ავტორი და ფლაერების შემქმნელი.


понедельник, 17 июня 2013 г.

მათ ეს სჭირდებათ!!!

მე მოვიხიბლე, ალბათ თქვენც!
ვაპირებდი დამეწერა ის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც ამ საკლასო ოთახში ხდება სწავლება-სწავლის პროცესში, ტექნოლოგიების გარდა :)


пятница, 14 июня 2013 г.

რატომ უნდა გამოვიყენოთ პროექტზე დაფუძნებული სწავლება

რატომღაც ერთი ინგლისური ხუმრობა გამახსენდა, ინტერნეტსივრცეში ამოკითხული:
                                         
საჰაერო ბუშტის მფლობელმა კალათა მიწასთან ახლოს დაუშვა და ქვემოთ გამვლელ ქალს დაუძახა:
-მიშველეთ, დავიკარგე, სად ვარ? მეგობარს დავპირდი, ერთი საათის წინ უნდა შევხვედროდი და არ ვიცი რა ვქნა.
-თქვენ იმყოფებით დაახლოებით ოცი მეტრის სიმაღლეზე, 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე.          
 -თქვენ ალბათ მასწავლებელი ხართ, არა?                                         
 -დიახ, საიდან მიხვდით?                                     
 -ჰმმ, ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, ზუსტია, მაგრამ არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ფაქტია, რომ თქვენ ვერაფრით ვერ დამეხმარეთ....                                       
                                                                                           
რას ვეკეთებთ დღეს მასწავლებლები? ალბათ ვიტყვით, რომ ვასწავლით... მაგრამ რამდენჯერ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ჩვენს მოსწავლეებს ეს ცოდნა უნდა გამოადგეთ 10-15 წლის შემდეგ (დაახლოებით)... რას ვაძლევთ ამისთვის, რა მზაობა აქვთ მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის?! 

 "თუ დღეს ვასწავლით ისე, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ გუშინ გამოდის რომ ჩვენს მოსწავლეებს ხვალინდელი დღისთვოს არ ვამზადებთ" - ჯონ დიუი
John Dewey: "If we teach today as we taught yesterday , we rob our children of tomorrow." 

ჩვენი სწავლება, რომ არ დაემგვანოს მხოლოდ ზუსტი და ფუჭი რჩევების მიცემას, ამიტომაცაა აუცილებელი პროეტი იქცეს სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს ნაწილად სასკოლო განათლების. 
რატომ პროექტი?    
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები გაცილებით უკეთ ართმევენ თავს სწავლება-სწავლის პროცესებს, როდესაც თავად გეგმავენ და საკუთარი გამოცდილებების საფუძველზე სწავლობენ. ამ დროს ისინი ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და მაქსიმალურად ჩართულები არიან სწავლების პროცესებში. 
სასწავლო პროექტი აუცილებლად პრობლემაზე უნდა იყოს ორიენტირებული (უმეტეს შემთხვევაში), ეს იძლევა შესაძლებლობას რომ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი აქტივობები იყოს ცხოვრებისეული, მოსწავლეთათვის ახლობელი და ავთენტური. რაც ზრდის მოსწავლეთა ინტერაქტიულობას და ხელს უწყობს თანამშრომლობით, კვლევით და ანალიზური უნარების განვითარებას.

  • გინდათ თქვენი მოსწავლე მარტო არ აღმოჩნდეს  21-ე საუკუნის გამოწვევებთან?
  • და რას აკეთებთ ამისთვის?


  •  Intel® Teach Program - ალბათ მიხვდით, პროექტებით სწავლება ინტელის სასწავლო კურსიდან :)

პ.ს.
დღეს ნახსენები იყო "კონკიას" კარიბული ვერსია, ყველა დავინტერესდით :)
თურმე არსებობს :)

Caribbean Cinderella 


понедельник, 1 апреля 2013 г.

დღე - IV

         დღეს ვგრძნობ რომ დაბნეული მდიდარი ვარ. დაბნეული, რადგან არ ვიცი სიმდიდრე სად დავხარჯო და როგორ დავხარჯო. მერე რა ბევრია, მრავალფეროვანი... ჯერ მიგნებებიც არ გამიკეთებია ბოლომდე.

        მერე მახსენდება რამდენ მასწავლებელს სწყურია და განძის აღმოჩენა.

       დრო რომ გადის უფროდაუფრო შევიგრძნობ ამ პროგრამის სიძლიერეს და მართლა ძალიან მინდა მალე გავუზიაროთ მასწავლებლებს და იცით რატომ?!
იმიტომ, რომ ნათლად მყავს წარმოდგენილი ბავშვების სიხარული, აღტაცება და მერე როგორი განცდაა- რეალიზებას რომ იგრძნობენ :)

       ანუ, ვისაც ამ პროგრამაზე არ სმენია ვეტყვი, რომ ზესაინტერესო (რაღაც შემიყვარდა ეს წინსართი) იდეების დიდი სკივრია. დალაგებული სასკოლო საფეხურების მიხედვით: Hiigh, Middle, Elementary", მომწონს ინგლისურად და ნუ გამკიცხავთ.  აქ არის ის რესურსიც რაც ბავშვებთან უნდა გამოიყენონ მასწავლებელმა - კლასტერული რუკები, დიაგრამები, ცხრილები, ფლარების შაბლონები, შეფასების ფორმები, ჩეკლისტები და კიდევ ათასი რამ.... ყველაზე მთავარი - აქ არის გასაღები, რომელიც გინათებს გონებას "ღმერთო ჩემო, რად მოვცდი აქამდე?!"

       ბოლო დღეებია სულ ვფიქრობ, გამუდმებით...
მივხვდი ვინც ელოდება ამ პროგრამას ყველაზე მეტად - ბავშვები!!! დარწმუნებული ვარ ერთი სული აქვთ, როდის ეტყვიან - თქვენ დღეს ეს უნდა გააკეთოთ!

   
        

воскресенье, 31 марта 2013 г.

დღე - III

             სავსე დღე -  რთული,  პროექტის სრული დანაწევრება ...
ალბათ ასე დეტალიზებულად ჯერ არ დავფიქრებულვარ..

            დღეს 2 რამ დამამახსოვრდა ყველაზე შთამბეჭდავად - "რომეო და ჯულიეტა" - ზესაინტერესო პროექტი; თურმე როგორ საინტერესო და აქტუალური შეიძლება იყოს ეს კლასიკური ნაწარმოები მოსწავლეებისთვის , როგორ დავაფიქროთ იმ გლობალურ პრობლემებზე, რაც დღესაც მნიშვნელოვანია თინეიჯერებში;  
         რეალურად მათ უნდა მოამზადონ პროექტი, სადაც თანამედროვე პრობლემის და რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ პიესაში არსებულ თემებსა და საკითხებს.


           მეორე მნიშვნელოვანი რამ:  პროექტის მანძილზე დასახული ამოცანების შეფასება - ყოველი ამოცანისთვის შესაბამისი რუბრიკა, კრიტერიუმებით და ხარისხობრივი ინდიკატორებით. კარგად უნდა დაფიქრდე და მიხვდე პროექტის მანძილზე შეფასებისთვის სად გჭირდება ჩეკლისტი, გრაფიკული ორგანაიზერები, თანატოლთა უკუკავშირი, კითხვების დასმა, დროული რეფლექსია და რუბრიკა შეფასების და ქულების მინიჭებისთვის...


         მოსწავლეებს მისცე ზუსტი ინსტუქციები, ვინ რა გააკეთოს და როგორ... შემდეგ ზუსტად და თვალსაჩინოდ აუხსნა რა მოთხოვნებს უყენებ, რის მიხედვით შეაფასებ..
მივცეთ ბავშვს ეს ჩამონათვალი, თუ გვინდა რომ მანაც თვალი მიადევნოს რას სთხოვს მასწავლებელი, მანაც ზუსტად იცოდეს რომ არ გამორჩეს, მანაც შესძლოს საკუთარი ნამუშევრის შეფასება...

        მე მომწონს პროექტული სწავლება, ეგ არის ცოტა შიში შემომეპარა - რამდენად გამართულად და ობიექტურად შევძლებთ ამას...

              

суббота, 30 марта 2013 г.

დღე - II

დღე მეორე -

დღეს სიღრმეებისკენ დავიძარით -

  • ჩვენი პროექტის სასწავლო მიზნები გავიხსენეთ
  • პროექტის განხორციელებისას კონკრეტული შედეგები ჩამოვაყალიბეთ;
  • განვსაზღვრეთ რომელი მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევა ვითარდება ამ დროს;

пятница, 29 марта 2013 г.

დღე პირველი; ზოგადი რეფლექსია - სწავლებაზე;

           ხშირად მიფიქრია, რაც ვისწავლე- როგორ ვსწავლე - მაგალითად მათემატიკა, გეომეტრია და ხაზვა; ესენი ჩემი საყვარელი საგნები იყო სკოლაში. მერე მახსენდება ის არაფორმალური განათლება, რომლესაც მოსწავავლე ახალგაზრდობის სახლში ვიღებდი "ნორჩ ტექნიკოსთა წრეზე"; ჩვენ იქ "საყვარელი" ბავშვები ვიყავით, ბოლო-ბოლო უნდოდათ რომ წრე შემდგარიყო და თავზე გვევლებოდნენ; ყოველ მისვლაზე სიახლეს გვთავაზობდნენ - კონსტრუქტორით ათას სისულელეს ვაწყობდით, სახლის მაკეტებს, ტრაქტორებს, მოდერნიზებულ ჩანჩქერებს, განათებებს ვაკეთებდით... გამახსენდა ფიზიკაც აქ შემომესწავლა და წრედის შეკვრა; ეს ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, ამისთვის ვხაზავდით, ვითვლიდით, ვანგარიშობდით... 
         მე ბედნიერი ვიყავი ყოველ ოთხშაბათს დ მერე უკვე სკოლაშიც, როცა აღმოვაჩენდი რომ გაკვეთილზეც შემეძლო თავი გამომეჩინა და ის რაც ასე იოლად მქონდა გაგებულ-გააზრებული და უკვე ჩემი იყო, მასწავლებლისთვისაც დამემტკიცებინა. (ნიშანი ხომ უნდა მიმეღო :)
         
         დღევანდელ სწავლებაში, რაზეც გული მწყდება ისაა რომ ხშირად ჩივიან მასწავლებლები - როგორ არ უსმენენ ბავშვები, რომ არ აცდიან "ჩაატაროს გაკვეთილი", არადა, ის ისე საინტერესო რამეს უყვება და ეუბნება..... მერე ამას ცალი წარბის აწევით (უკეთეს შემთხვევაში) მოახსენებს დერეფანში აწურულ მშობელს, მშობელი თავის მხრივ იქვე, საჯაროდ შეაბანჯღალებს შვილს... ხშირად არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი პრობლემაა, რომ ჩვენ - მასწავლებლებმა უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვებს მოუნდეთ "რაღაცის" კეთება, რომ გაკვეთილზე განვითარებულმა პროცესებმა მიანიჭონ მათ სიამოვნება; 

                 და მთავარი, რატომაც ვწერ ამ ყველაფერს აქ ამ ბლოგზე - ჩვენ ხომ ბავშვები მომავლისთვის უნდა მოვამზადოთ, იმ მომავლისთვის, რომლის პროგნოზირებაც დღეს შეუძლებელია...

                 პროექტული და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ყველაზე საინტერესოა ბავშვებისთვის, ყველაზე მეტად ერთვებიან ამ პროცესებში ბავშვები და ყველაზე მეტი უნარ-ჩვევების შეძენაა შესაძლებელი. 
               მასწავლებლებო, დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროექტები, სწორად შევარჩიოთ სასწავლო მიზნები, მოვიფიქროთ მრავალფეროვანი აქტივობები. მერე რაც აუცილებელია - გზადაგზა უნდა მოვახდინოთ შუალედური შეფასებები, მივცეთ ბავშვებს რჩევები (განმავითარებელი კომენტარები რომ ჰქვია) და მალე აღმოვაჩენთ, რომ  ჩვენი მოსწავლეები ხალისით მოდიან სკოლაში, რომ მათ უხარიათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა მეგობრებთან, მასწავლებელთან, სხვა უფროსებთან... შემდეგ, ძალიან მალე ვხედავთ და ვხვდებით რამდენი რამის გაკეთება შესძლებიათ, როგორი შემოქმედებითები ყოფილან და გაკვეთილი სულაც აღარაა ის მოსაწყენი რუტინა, რომელზეც ბავშვის ძალით გაკავება გვჭირდება; 
             მალე ვიგრძნობთ როგორ გვიყვარს ისინი, როგორ გვენატრება მათთან ყოველი დღე, როგორ ველოდებით მათგანაც სიახლეებს და ისინიც როგორი ბედნიერები არიან  საკუთარი შესაძლებლობების და შემოქმედების რეალიზებისას..   თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს პირველად! ჯერ უნდა გვიყვარდეს :)