четверг, 13 марта 2014 г.
დღის ბოლოს გაზრდილი მოტივაციით ვარ
და მიჩნდება განცდა - სკოლაში მისული რაღაც ტრიუმფს მოვახდენ სწავლებაში; ასევე ვჩქარობ
მასწავლებლებთან შეხვედრას რათა ეს მუხტი, რაც მე ახლა გამაჩნია, მათთან მთელი სიმძაფრით
მივიტანო; იმ სიმძაფრით, რომ მათაც მოუთმენლად მოუნდეთ სწავლების პროცესებში მოსწავლეთა
ჩართვა, მათი შინაგან მოტივაციაზე ზრუნვა, მათ დამოუკიდებელ მსწავლებლებად ჩამოყალიბება;
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია შეფასების
5 მიზანი, მისი სტრატეგიები და სხვადასხვა მეთოდები; მარტივად აღსაქმელად და მასწავლებლებისთვის
მოსახერხებლად არის ესენი განლაგებული ვიუვერში; მათ შეუძლიათ თითოეული მიზნისთვის
ნახონ რა მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი და რომელი გრაფიკული ორგანეიზერია ყველაზე
აქტუალური ამ თემისთვის;
შეფასების ხუთი სტრატეგია მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება, ვიდრე ნიშნის დაწერა, თუმცა დღეს მასწავლებლები სხვაგვარად ფიქრობენ;
შეფასების ხუთი სტრატეგია მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება, ვიდრე ნიშნის დაწერა, თუმცა დღეს მასწავლებლები სხვაგვარად ფიქრობენ;
- · გამოავლინო მოსწავლეთა საჭიროებები,
- · ადაპტირება გაუკეთო მიზნებს, რათა მიღწევადი გახდნენ,
- · მოაგროვო ინფორმაცია სწავლებაზე,
- · მოუსმინო მათ დისკუსიებს,
- · დააკვირდე მათ ჩართულობას,
- · ჩართო ინფორმაციის მოგროვებაში და განხილვაში,
- · დაეხმარო გახდნენ ისინი თავდაჯერებულები და დამოუკიდებელი შემსწავლებლები -
ეს გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ
ნიშნის დაწერა, თუნდაც სუბიექტურის...
მაგრამ მინდა რომ ყველა ერთად დავფიქრდეთ
- რას ვაკეთებთ და რატომ ვართ მასწავლებლები, რა არის ჩვენი ძირითადი მისია?!
ვფიქრობ ჩვენი ძირითადი მისია და უდიდესი
ვალდებულებაა მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელ
მსწავლებლებად - მათ უნდა შეძლონ ჩვენს გარეშე სწავლა, როცა ამ ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად
დასჭირდებათ.
ყველა მასწავლებელი ორიენტირებული უნდა
ვიყოთ მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ გამუდმებით სჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები
ზრდისთვის; მათ უნდა იცოდნენ სწავლების რა ეტაპზე არიან, რა უნდა გააკეთონ მომდევნო
ეტაპზე გადასვლისთვის; რა გამოსდით კარგად და რაში სჭირდებათ დახმარება და განვითარება...
მე ვგრძნობ რომ მოსწავლის გვერდით უნდა
ვიდგე ამ პროცესებში და არა მას დავყურებდე ზემოდან და განყენებულად...
среда, 12 марта 2014 г.
ტრენერის თვითშეფასებამ
კიდევ ერთხელ დამაფიქრა: რას ვაკეთებ ტრენინგზე, რაც შეიძლება ჩემს ძლიერ მხარედ ჩავთვალო,
რა მნიშვნელოვან საკითხებზე მჭირდება სიღრმისეულად დაფიქრება და წვდომა.. ყველაზე სუსტ
მხარედ გამოიკვეთა მოსწავლეთა შეფასებების 5 სტრატეგიის გაცნობა; რასაც ისე სიღრმისეულად
ვერ ვაცნობ მასწავლებელბს; ნაწილობრივ ამას ჩვენი შეფასების სისტემასაც ვაბრალებ, რადგან
აქამდე მასწავლებლები სასწავლო პროცესის ბოლოს ახდენდნენ შეფასებას; ყველაზე მნიშვნელოვნად
კი ეტაპობრივი შეფასებებია საჭირო, როგორც საჭიროებების, ისე პროცესის მიმდინარეობისას
და აგრეთვე მათი მაღალი სააზროვნო უნარების
შეფასებისთვის;
ინდივიდუალურად
დასახულ მიზნებში მნიშვნელოვნად ჩავთვალე უფრო მეტი ინსტრუმენტის და
რესურსის ცოდნა, დაწყებით კლასებში მაღალი სააზროვნო უნარების განვავითარებისთვის,
რაც ძირითადად ვითარდება კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას; ძალიან გამახარა იმ ფაქტმა,
რომ დღესვე მივიღე რეალური ჩამონათვალი კვლევითი მაგალითების პროექტებისთვის.
აქტივობამ
„2014 წლის კურსდამთავრებულები“, კვლავ მიმიყვანა დასკვნამდე,
რომ სახელმწიფო მოთხოვნები უმაღლესი განათლებისთვის და უმნიშვნელოვანესი უნარები
21-ე საუკუნის ადამიანისთვის - არაა ერთმანეთთან თანხვედრაში; ყველა მასწავლებელი ნაწილობრივ
დგება დილემის წინაშე - წარჩინებული სკოლის მოსწავლე, ეროვნულ გამოცდებზე ორიენტირებული
თუ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ახალგაზრდა, პრობლემების გადაჭრის ალტერნატივებით,
კრეატივიზმით სავსე, ცხოვრების ალგორითმიდან და სტანდარტებიდან გადახვევით?!
მე დიდიხანია არჩევანი გაკეთებული
მაქვს და მინდა შევძლო რომ ყველა მასწავლებელს შევახედო ამ აუცილებლობაზე; რას ვაძლევთ
ჩვენს მოსწავლეს, რომელიც ხვალ მარტო აღმოჩნდება ცხოვრებისეულ პრობლემებთან, მარტოს
მოუწევს სხვადასხვა მოქალაქეობრივი თუ პირადი გადაწყვეტილებების მიღება; პრობლემების
იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზების დასახვა, როგორც ექიმებს, ინჟინრებს,
ეკონომისტებს, იურისტებს და პოლიტიკოსებს...
დღეს მასწავლებლები ისევ
(ნაწილობრივ) ორიენტირებულები არიან, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გადასცენ და მეტი
ინფორმაცია მოაძიებინონ, დააზეპირებინონ, დაამახსოვრებინონ... მოსწავლეთა განვითარება
რჩება ცოდნა-გაგების დონეზე და მაღალი სააზროვნო უნარები უგულებელყოფილია...
გამორჩეულად
მომეწონა განმასხვავებლები სასწავლო პროექტების და სამეცნიერო პროექტების; თუ რა
მარტივადაა შესაძლებელი მოსწავლეს ასწავლო კვლევა რეალურ ცხოვრებასთან კავშირში და
როგორ შეარჩიო მისთვის ავთენტური თემა;
გამოვყოფდი აგრეთვე,
თუ როგორ უნდა მოხდეს ჯგუფებს შორის განსხვავებული დავალებების გადანაწილება; აქამდე ვფიქრობდი რომ შესაძლოა მათ სხვადასხვა საქმე აკეთონ;
თუმცა ახლა ზუსტად განვსაზღვრე რას ნიშნავს ერთიდაიგივე პროექტზე ერთიდაიგივე საქმე
აკეთონ, თუმცა თემები იყოს განსხვავებული;
ეჭვით აღნიშნულ მეთოდებს
მართლა არ ვუყურებ, მე უბრალოდ მაშინებს დემოტივირებული მასწავლებელი და მათი შესაძლებლობები
საკლასო ოთახში;
ჩვენ 3 კაციან ჯგუფს ძალიან
საინტერესო დავალება შეგვხვდა - პრეზენტაციის მომზადება სადაც კვლევის მეთოდიც გვექნება
გამოყენებული; საინტეროსოა თვითონ თემა - რომელიც ჩვენ ავირჩიეთ „სიყვარულის ახსნა
სხვადასხვა ეპოქაში“ (იმედია სწორად მახსოვს);
пятница, 21 июня 2013 г.
ყველა მასალა რაც დაგეხმარებათ განახორციელოთ ეს პროექტი
პროექტის პრეზენტაცია
სასწავლო პროექტის გეგმა
ფლაერები, რომლებიც დაგეხმარებათ პროექტის შესახებ აუწყოთ დაინტერესებულ პირებს: მშობლებს, კოლეგებს, სკოლის ადმინისტრაციას
გზამკვლევი ბავშვებისთვის "როგორ გაზომონ Google Earth- ით მანძილი"
სავარაუდო შესაქმნელი რესურსი

вторник, 18 июня 2013 г.
დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა და დღეს დილით პრეზენტაციებიც გვქონდა :)
დათო
ნინო
კახა
თამარი და
მე.
მე გამიმართლა :) საუკეთესო ჯგუფის წევრები მყავდნენ.
დათო - გაწონასწორებული, მოზომილი, უჭკვიანესი და ძალიან სათნო :) და საქმის პროფესიონალი.
ნინო - მოწესრიგებული, დალაგებული აზრებით. პროექტის მსვლელობას ნაბიჯითაც არ აგვაცდენდა :)
თამარი ყველაფერს თვალს ადევნებდა და ზუსტ და კორექტულ რჩევებს გვაძლევდა. თუ ჩვენ ბევრ საუბარს ვიწყებდით, თამარი დროულად გადმოგვახევინებდა ხოლმე.
კახა - დახვეწილი გემოვნებით და ნატიფი ხელწერით (არ ვაჭარბებ, შეგიძლიათ მის ნამუშევრებსაც გადახედოთ); ჩვენი გუნდის ლოგოს ავტორი და ფლაერების შემქმნელი.

понедельник, 17 июня 2013 г.
მე მოვიხიბლე, ალბათ თქვენც!
ვაპირებდი დამეწერა ის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც ამ საკლასო ოთახში ხდება სწავლება-სწავლის პროცესში, ტექნოლოგიების გარდა :)
ვაპირებდი დამეწერა ის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც ამ საკლასო ოთახში ხდება სწავლება-სწავლის პროცესში, ტექნოლოგიების გარდა :)
пятница, 14 июня 2013 г.
რატომღაც ერთი ინგლისური ხუმრობა გამახსენდა, ინტერნეტსივრცეში ამოკითხული:
საჰაერო ბუშტის მფლობელმა კალათა მიწასთან ახლოს დაუშვა და ქვემოთ გამვლელ ქალს დაუძახა:
-მიშველეთ, დავიკარგე, სად ვარ? მეგობარს დავპირდი, ერთი საათის წინ უნდა შევხვედროდი და არ ვიცი რა ვქნა.
-თქვენ იმყოფებით დაახლოებით ოცი მეტრის სიმაღლეზე, 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე.

-თქვენ ალბათ მასწავლებელი ხართ, არა?
-დიახ, საიდან მიხვდით?
-ჰმმ, ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, ზუსტია, მაგრამ არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ფაქტია, რომ თქვენ ვერაფრით ვერ დამეხმარეთ....
-დიახ, საიდან მიხვდით?
-ჰმმ, ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, ზუსტია, მაგრამ არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ფაქტია, რომ თქვენ ვერაფრით ვერ დამეხმარეთ....
რას ვეკეთებთ დღეს მასწავლებლები? ალბათ ვიტყვით, რომ ვასწავლით... მაგრამ რამდენჯერ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ჩვენს მოსწავლეებს ეს ცოდნა უნდა გამოადგეთ 10-15 წლის შემდეგ (დაახლოებით)... რას ვაძლევთ ამისთვის, რა მზაობა აქვთ მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის?!
"თუ დღეს ვასწავლით ისე, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ გუშინ გამოდის რომ ჩვენს მოსწავლეებს ხვალინდელი დღისთვოს არ ვამზადებთ" - ჯონ დიუი
John Dewey: "If we teach today as we taught yesterday , we rob our children of tomorrow."
ჩვენი სწავლება, რომ არ დაემგვანოს მხოლოდ ზუსტი და ფუჭი რჩევების მიცემას, ამიტომაცაა აუცილებელი პროეტი იქცეს სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს ნაწილად სასკოლო განათლების.
რატომ პროექტი?
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები გაცილებით უკეთ ართმევენ თავს სწავლება-სწავლის პროცესებს, როდესაც თავად გეგმავენ და საკუთარი გამოცდილებების საფუძველზე სწავლობენ. ამ დროს ისინი ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და მაქსიმალურად ჩართულები არიან სწავლების პროცესებში.
სასწავლო პროექტი აუცილებლად პრობლემაზე უნდა იყოს ორიენტირებული (უმეტეს შემთხვევაში), ეს იძლევა შესაძლებლობას რომ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი აქტივობები იყოს ცხოვრებისეული, მოსწავლეთათვის ახლობელი და ავთენტური. რაც ზრდის მოსწავლეთა ინტერაქტიულობას და ხელს უწყობს თანამშრომლობით, კვლევით და ანალიზური უნარების განვითარებას.
- გინდათ თქვენი მოსწავლე მარტო არ აღმოჩნდეს 21-ე საუკუნის გამოწვევებთან?
- და რას აკეთებთ ამისთვის?
- Intel® Teach Program - ალბათ მიხვდით, პროექტებით სწავლება ინტელის სასწავლო კურსიდან :)
პ.ს.
დღეს ნახსენები იყო "კონკიას" კარიბული ვერსია, ყველა დავინტერესდით :)
თურმე არსებობს :)
Caribbean Cinderella
понедельник, 1 апреля 2013 г.
დღეს ვგრძნობ რომ დაბნეული მდიდარი ვარ. დაბნეული, რადგან არ ვიცი სიმდიდრე სად დავხარჯო და როგორ დავხარჯო. მერე რა ბევრია, მრავალფეროვანი... ჯერ მიგნებებიც არ გამიკეთებია ბოლომდე.
მერე მახსენდება რამდენ მასწავლებელს სწყურია და განძის აღმოჩენა.
დრო რომ გადის უფროდაუფრო შევიგრძნობ ამ პროგრამის სიძლიერეს და მართლა ძალიან მინდა მალე გავუზიაროთ მასწავლებლებს და იცით რატომ?!
იმიტომ, რომ ნათლად მყავს წარმოდგენილი ბავშვების სიხარული, აღტაცება და მერე როგორი განცდაა- რეალიზებას რომ იგრძნობენ :)
ანუ, ვისაც ამ პროგრამაზე არ სმენია ვეტყვი, რომ ზესაინტერესო (რაღაც შემიყვარდა ეს წინსართი) იდეების დიდი სკივრია. დალაგებული სასკოლო საფეხურების მიხედვით: Hiigh, Middle, Elementary", მომწონს ინგლისურად და ნუ გამკიცხავთ. აქ არის ის რესურსიც რაც ბავშვებთან უნდა გამოიყენონ მასწავლებელმა - კლასტერული რუკები, დიაგრამები, ცხრილები, ფლარების შაბლონები, შეფასების ფორმები, ჩეკლისტები და კიდევ ათასი რამ.... ყველაზე მთავარი - აქ არის გასაღები, რომელიც გინათებს გონებას "ღმერთო ჩემო, რად მოვცდი აქამდე?!"
ბოლო დღეებია სულ ვფიქრობ, გამუდმებით...
მივხვდი ვინც ელოდება ამ პროგრამას ყველაზე მეტად - ბავშვები!!! დარწმუნებული ვარ ერთი სული აქვთ, როდის ეტყვიან - თქვენ დღეს ეს უნდა გააკეთოთ!

Подписаться на:
Сообщения (Atom)